სამართლებრივი
პირობები
ეს გვერდი ხსნის, რას ნიშნავს smilence.store-ზე შეკვეთის გაფორმება. მოკლედ და ისე, როგორც სინამდვილეშია.
შეკვეთა
შეკვეთას საიტზე აფორმებ. როცა ღილაკს დააჭერ, ეს შენი შეკვეთის მოთხოვნაა; დადასტურებულად მაშინ ითვლება, როცა ჩვენგან დადასტურებას მიიღებ.
თუ პროდუქტი მარაგში აღარ აღმოჩნდა, დაგირეკავთ ან მოგწერთ და თანხას სრულად დაგიბრუნებთ.
ფასები
ყველა ფასი მითითებულია ლარში. მიწოდების საფასური ცალკე ემატება, თუ უფასო მიწოდების პირობას არ აკმაყოფილებ.
ფასი და აქცია დროთა განმავლობაში იცვლება, მაგრამ უკვე დადასტურებულ შეკვეთას ცვლილება არ ეხება — გადაიხდი იმას, რაც შეკვეთისას გეწერა.
მიწოდება
მიწოდება მთელ საქართველოში: თბილისში 5.99 ₾, თბილისის გარეთ 14.99 ₾, 1-3 დღეში. კურიერი მისვლამდე დაგირეკავს, გადახდა კი ბარათით ან ქეშით შეგიძლია.
დაბრუნება
გაუხსნელი პროდუქტი 30 დღის განმავლობაში ბრუნდება. თანხა მაშინ ბრუნდება, როცა პროდუქტი ჩვენამდე მოვა და შემოწმდება.
ფოტოები
საიტზე განთავსებული ფოტოები საილუსტრაციოა. ისინი რეალურ პროდუქტს აჩვენებს, მაგრამ განათება, ფონი და მასშტაბი სტუდიურია — ეკრანზე ფერი და ზომა ოდნავ სხვანაირად შეიძლება გამოიყურებოდეს.
გამოყენება
ზოლები და სავლები პირის ღრუს მოვლის საშუალებებია. გამოიყენე ისე, როგორც შეფუთვაზე და პროდუქტის გვერდზეა აღწერილი. თუ სტომატოლოგთან მკურნალობის პროცესში ხარ, ჯობია ჯერ მას გაეკითხო.
რამე გაუგებარი დარჩა?
მოგვწერე