დახმარება
დაბრუნება
თუ პროდუქტი არ მოგერგო, 30 დღე გაქვს. ქვემოთ წერია რა პირობით და რა უნდა გააკეთო.
30 დღე
შეკვეთის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში შეგიძლია პროდუქტი დააბრუნო. ვადა იმ დღიდან ითვლება, როცა კურიერმა შეკვეთა ჩაგაბარა.
რა პირობით
პროდუქტი გაუხსნელი უნდა იყოს, დალუქული შეფუთვით. ეს ჰიგიენის საკითხია — გახსნილ ზოლებს ან სავლებს ვეღარავის მივცემთ.
თუ შეკვეთა დაზიანებული მოვიდა, ან სულ სხვა პროდუქტი ჩაგბარდა, ეს პირობა არ მოქმედებს. უბრალოდ მოგვწერე და ჩვენი ხარჯით გამოვასწორებთ.
როგორ დაიწყო
- მოგვწერე smilenceofficial@gmail.com-ზე ან ინსტაგრამში, @smilence.official.
- მიუთითე შეკვეთის ნომერი, სახელი და ტელეფონი, რომლითაც შეუკვეთე.
- ორი წინადადებით დაწერე, რატომ აბრუნებ — ეს გვეხმარება, რომ შემდეგზე უკეთესი ვიყოთ.
- პასუხში მიიღებ ზუსტ ინსტრუქციას, სად და როგორ გადმოაბარო პროდუქტი.
როდის დაგიბრუნდება თანხა
თანხას მაშინ დაგიბრუნებთ, როცა პროდუქტი ჩვენამდე მოვა და დავრწმუნდებით, რომ გაუხსნელია.
ბარათით გადახდილი თანხა იმავე ბარათზე ბრუნდება. თუ კურიერთან ქეშით გადაიხადე — საბანკო გადარიცხვით, იმ ანგარიშზე, რომელსაც მიუთითებ.
დაბრუნება გინდა ან კითხვა გაქვს?
მოგვწერე