Smilence

სამართლებრივი

კონფიდენციალურობა

მოკლედ: შენს მონაცემებს იმისთვის ვიღებთ, რომ შეკვეთა მოგივიდეს. სხვა არაფრისთვის.


რას ვაგროვებთ

  • სახელი და გვარი
  • ტელეფონის ნომერი
  • მიწოდების მისამართი
  • ელფოსტა

ბარათის ნომერი ამ სიაში არ არის და ჩვენამდე არ აღწევს — ბარათით გადახდას გადახდის სერვისი ამუშავებს თავის მხარეს.


რატომ

სახელი და ტელეფონი — რომ კურიერმა დაგირეკოს. მისამართი — რომ შეკვეთა სწორ კარებთან მივიდეს. ელფოსტა — რომ შეკვეთის დადასტურება მიიღო.

თუ სიახლეების მიღებაზე თავად დაეთანხმე, ელფოსტას წერილების გასაგზავნადაც ვიყენებთ. გამოწერა ნებისმიერი წერილიდან ერთი დაწკაპუნებით ჩერდება.


ვის გადაეცემა

კურიერს — სახელი, ტელეფონი და მისამართი, სხვა არაფერი. გადახდის სერვისს — მხოლოდ ის, რაც გადახდის შესასრულებლადაა საჭირო.

შენს მონაცემებს არავის ვყიდით.


როგორ წაშალო

მოგვწერე smilenceofficial@gmail.com-ზე და მოითხოვე მონაცემების წაშლა. მიუთითე სახელი და ტელეფონი, რომლითაც შეუკვეთე, რომ ჩანაწერი ვიპოვოთ.

წავშლით ყველაფერს, გარდა იმისა, რისი შენახვაც ბუღალტრულად გვევალება — მაგალითად, უკვე გაცემული შეკვეთის ჩანაწერი.

smilenceofficial@gmail.com

გინდა იცოდე დანარჩენი წესებიც?

პირობები