- 10%
- შენი ჯილდო ყოველი გაყიდვიდან, შენივე კოდით.
- 10%
- ფასდაკლება, რომელსაც შენი აუდიტორია იღებს.
- +100 ₾
- ბონუსი ყოველ 500 ₾ გაყიდვაზე, რომელიც შენი კოდით გავიდა.
- +200 ₾
- სასტარტო კრედიტი ბალანსზე, უკვე რეგისტრაციისთანავე. პირველი გატანა 700 ₾ — 500 ₾ გამომუშავებული და კრედიტი თან.
პარტნიორობა
გააზიარე კოდი.
მიიღე 10%.
აზიარებ პროდუქტს, რომელიც ათეთრებს მგრძნობელობის გარეშე — და ყოველი გაყიდვიდან 10%-ს იღებ. შენი აუდიტორია კი 10% ფასდაკლებას.
სამი ნაბიჯი
როგორ მუშაობს
- 01
დარეგისტრირდი
აირჩიე კოდი, რომელსაც აუდიტორია დაიმახსოვრებს. ლათინური ასოები ან ციფრები, 3-20 სიმბოლო.
- 02
გააზიარე
ჩადე კოდი სტორიში, ვიდეოში ან აღწერაში. მყიდველი მას კალათაში წერს და ფასდაკლება მაშინვე აისახება.
- 03
მიიღე თანხა
პორტალში ხედავ ყოველ შეკვეთას, ერთეულს და შემოსავალს. ყოველ 500 ₾ გამომუშავებულზე გატანას ითხოვ.
ციფრები
რა როგორ ითვლება
პროცენტი, ბონუსი და გატანის ზღვარი ერთი და იგივე ციფრებია საიტზეც და პორტალშიც. აი, სრულად.
- 10% ითვლება იმ თანხიდან, რომელიც მყიდველმა რეალურად გადაიხადა — ფასდაკლების შემდეგ და მიწოდების გარეშე.
- შენი კოდი მყიდველს 10% ფასდაკლებას აძლევს. კოდი ერთია და მხოლოდ შენია — მეორე პარტნიორი მას ვერ აიღებს.
- ბონუსი გაყიდვაზე ითვლება, არა საკომისიოზე: ყოველი 500 ₾, რომელიც შენი კოდით იყიდეს, 100 ₾ ბონუსს ნიშნავს — საკომისიოს გარდა. ბონუსი გროვდება და უკან არ ბრუნდება.
- შემოსავალი ითვლება გადახდილ შეკვეთაზე. გადაუხდელი მოლოდინში რჩება, დაბრუნებული ან გაუქმებული კი საერთოდ არ ითვლება.
- გატანას ითხოვ ყოველ 500 ₾ გამომუშავებულზე — საკომისიო და ბონუსი ერთად.
- რეგისტრაციისთანავე ბალანსზე 200 ₾ კრედიტი გერიცხება. ის ერთჯერადია და პირველივე გატანას თან ახლავს: პირველი გატანა 700 ₾-ია, ყოველი შემდეგი 500 ₾.
