დაბრუნება და გარანტია
თუ პროდუქტმა არ იმუშავა, თანხა 100% გიბრუნდება უკან და პროდუქტი შენ გრჩება უფასოდ.
რას გპირდებით
ჩვენი პროდუქტების გვჯერა, ამიტომ პირობა მარტივია: გაიარე სრული კურსი და თუ ხილული შედეგი ვერ მიიღე, თანხას სრულად დაგიბრუნებთ. პროდუქტის უკან გამოგზავნა არ გჭირდება, ის შენ გრჩება.
ეს არის შედეგის გარანტია. ის მოქმედებს მაშინ, როცა ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა პირობა შესრულებულია.
გარანტიის პირობები
გარანტია შედეგზეა და არა გადაფიქრებაზე, ამიტომ კურსის სრულად გავლა და დოკუმენტირება აუცილებელია. ყველა პუნქტი უნდა შესრულდეს, ნებისმიერი მათგანის გამოტოვება მოთხოვნის უარყოფის საფუძველია:
- კურსი დაწყებულია ამანათის მიღებიდან 7 დღის ვადაში და გავლილია სრულად, შეუსვენებლად (კონკრეტული პროდუქტის პირობები იხილე ქვემოთ).
- კურსის ყოველი დღე დოკუმენტირებულია: თითო ფოტო ყოველ დღეს, ჯამში 14 ფოტო, პლუს ახლო ხედის ფოტო პირველ და ბოლო დღეს.
- ყველა ფოტო გადაღებულია ერთსა და იმავე ადგილას, იმავე განათებაში, იმავე კუთხით, ფლეშის გარეშე, ისე რომ კბილები ნათლად ჩანდეს.
- ფოტოები გამოგზავნილია ორიგინალი, დაურედაქტირებელი ფაილებით, გადაღების თარიღის მონაცემებით (EXIF). ეკრანის ანაბეჭდები და შეკუმშული ასლები არ მიიღება.
- მოთხოვნა გამოგზავნილია ერთ წერილად: ამანათის მიღებიდან 30 დღის ვადაში და ამავდროულად კურსის დასრულებიდან 3 დღის ვადაში.
- წერილი გაგზავნილია იმ ელ-ფოსტიდან, რომლითაც შეკვეთა გაკეთდა, და შეიცავს შეკვეთის ნომერს. შეკვეთის მონაცემები უნდა ემთხვეოდეს.
- გარანტია მოქმედებს ერთხელ: ერთ მომხმარებელზე, ერთ მისამართზე, ერთ საბანკო ბარათზე და მხოლოდ პროდუქტის პირველ შენაძენზე.
- გარანტია ვრცელდება მხოლოდ smilence.store-ზე შეძენილ პროდუქტებზე. აქციით ან პრომო კოდით ნაყიდ პროდუქტზე ბრუნდება რეალურად გადახდილი თანხა.
- არასრული მოთხოვნის შევსება შემდგომი წერილებით შეუძლებელია. ერთი მოთხოვნა = ერთი წერილი ყველა დანართით.
მათეთრებელი ზოლები
- გამოყენებულია ყველა 28 ზოლი, ზედიზედ 14 დღის განმავლობაში, ინსტრუქციის ზუსტი დაცვით (30-60 წუთი ყოველდღე).
- ყოველდღიური ფოტო ზოლების ტარების დროს (14 ფოტო) + ახლო ხედი დღე 1-სა და დღე 14-ზე.
- თუ ყველა პირობა შესრულდა და ფოტოებზე ცვლილება არ ჩანს, თანხა 100% ბრუნდება და ზოლები შენ გრჩება.
Clean 360° ჯაგრისი
- გამოყენებულია დღეში ორჯერ, დილით და საღამოს, ზედიზედ 14 დღის განმავლობაში.
- ყოველდღიური ფოტო (14 ფოტო) + ახლო ხედი დღე 1-სა და დღე 14-ზე.
- ქარხნული დეფექტის შემთხვევაში მოგვწერე ფოტო და ამოსაცნობი ვიდეო მიღებიდან 48 საათში და უფასოდ გამოგიცვლით.
- თუ ყველა პირობა შესრულდა და შედეგით უკმაყოფილო ხარ, თანხა 100% ბრუნდება და ჯაგრისი შენ გრჩება.
მათეთრებელი პასტა
- გამოყენებულია დღეში ორჯერ, ზედიზედ 14 დღის განმავლობაში.
- ყოველდღიური ფოტო (14 ფოტო) + ახლო ხედი დღე 1-სა და დღე 14-ზე.
- თუ ყველა პირობა შესრულდა და ფოტოებზე ცვლილება არ ჩანს, თანხა 100% ბრუნდება და პასტა შენ გრჩება.
როგორ გამოგზავნო მოთხოვნა
ერთი წერილი smilenceofficial@gmail.com-ზე. სათაურში ჩაწერე: გარანტია და შენი შეკვეთის ნომერი. წერილს უნდა ერთვოდეს:
- შეკვეთის ნომერი და შეკვეთისას გამოყენებული სახელი.
- ყველა ყოველდღიური ფოტო (14 ცალი) ორიგინალი ფაილებით.
- ახლო ხედის ფოტოები: დღე 1 და დღე 14.
- რამდენიმე წინადადება, რა შედეგს ელოდი და რა მიიღე.
განხილვა და თანხის დაბრუნება
მოთხოვნას განვიხილავთ 14 სამუშაო დღის ვადაში. პირობების შესრულება მოწმდება ზუსტად: ფოტოების რაოდენობა, თარიღები, განათება და მონაცემები. თუ ყველა პირობა შესრულებულია, თანხა სრულად ბრუნდება იმავე ბარათზე 5-10 სამუშაო დღეში და დადასტურებას ელ-ფოსტაზე მიიღებ.
თუ რომელიმე პუნქტი შესრულებული არ არის (მაგალითად, ერთი დღის ფოტო აკლია, ფაილები რედაქტირებულია ან ვადა გასულია), მოთხოვნა უარყოფილია და ხელახლა ვერ გაიგზავნება. ამიტომ თუ გარანტიით სარგებლობას აპირებ, დოკუმენტირება პირველივე დღიდან დაიწყე.
დაზიანებული ან არასწორი ამანათი
თუ ამანათი დაზიანებული მოვიდა ან შეცდომით სხვა პროდუქტი მიიღე, მოგვწერე ფოტო მიღებიდან 48 საათში და უფასოდ გამოგიცვლით.
კითხვა დაგრჩა?
მოგვწერე smilenceofficial@gmail.com-ზე. გიპასუხებთ 1-2 სამუშაო დღეში.
